”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბესიკ ბლიაძის სასამართლო პროცესზე ორი მოწმე იკითხება

anonsi 3 ivnisi.avi_000026400   ახალციხის რაიონულ სასამართლოში მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  სხდომაზე დღეს გამგეობის ორი თანამშრომელი იკითხება.

სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მხარეს პროკურორი ოთარ სანდოძე წარმოადგენს, რომელმაც საქმე მამაუკა ქომოშვილისგან გადაიბარა.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ბლიაძეს  მიმდინარე წლის 25 მარტს,  გამოძიებამ ბრალი 341–ე მუხლით  წაუყენა , რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს.

გამოძიება მას სხვადასხვა პოზიციაზე 3 თვიანი ვადით დანიშნულ  მოვალეობის 4 შემსრულებლის საქმეს ედავება, რომელთაც, ბესიკ ბლიაძის ბრძანების საფუძველზე უფლება მოვალეობის შესრულების ვადა გაუგრძელდათ.

26 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს  სასამართლომ  გირაოს სახით 4 000 ლარი შეუფარდა და თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბესიკ ბლიაძეს სასჯელის სახით ჯარიმა  ან ,  2–იდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა  ემუქრება.

Information

This entry was posted on 25/07/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე