„მესამე მოადგილის დანიშვნას ნამდვილად არ ვაპირებ“-ეს განცხადება გიორგი კოპაძემ ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თოქ–შოუ „დიალოგში“ გააკეთა. ქალაქის მერის თქმით, მისთვის ორი მოადგილე საკმარისია და ახალციხელების პრობლემებს პირველ პირებამდე ის ოთხი რწმუნებული მიიტანს, რომელიც თანამდებობაზე რამდენიმე დღეში დაინიშნება.