ახალციხის რაიონულ სასამართლოში 37 წლის მამაკაცის დაჭრაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბესიკ ხ.-ს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძეა. სასამართლო პროცესს დაჭრილი პიროვნების ოჯახი და ბრალდებულის მხარეც ესწრება.
დღეს სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს .
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე ადგილობრივი დავით ხ. დაჭრილი იპოვეს. მას გულის არეში მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული სამსართალდამცველებმა შემთხვევიდან დაახლოებით, 15 წუთში დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118–ე მუხლით ედება, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
You must be logged in to post a comment.