”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის თემის გამგეობაში სამსახურის უფროსების ვინაობა ცნობილია

314G6242_01.AVI_000001160   ახალციხის თემის გამგეობაში სამსახურის უფროსების ვინაობა ცნობილია.   გამგებელს ოფიციალურად არ დაუსახელებია მოადგილეები.

ზაზა მელიქიძის თქმით,  სოფლის მეურნეობის საკითხებში გამგებლის  მოადგილის თანამდებობაზე რამინ მარტინენკო მოიაზრება, ეკონომიკის საკითხებში კი – გურამ მელიქიძე.

კითხვაზე – ვინ დაინიშნება გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობაზე?  –  ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება გამგეობის სამსახურის უფროსებს, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად ილია ზარდიაშვილი დაინიშნება.  საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძე იქნება.  ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი – ნოდარ ტალახაძე. შესყიდვების სამსახურს ქეთევან ინასარიძე უხელმძღვანელებს. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურს – ნოდარ ბალახაშვილი. კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურს – მაია სხირტლაძე. იურიდიული სამსახურის უფროსად ევა იველაშვილი დაინიშნება. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი კვლავ გიორგი კაპანაძე იქნება.

ვაკანტურია კონტროლისა და აუდიტის უფროსის პოზიცია.

ზაზა მელიქიძის თქმით, სამსახურის უფროსები დაკისრებულ მოვალეობას ხვალიდან შეუდგებიან. გამგებლის მოადგილეები კი მომავალ კვირაში დაინიშნებიან

Information

This entry was posted on 24/07/2014 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე