თვითმართველი თემის გამგებელმა სამსახურის უფროსების დანიშვნის ბრძანებაზე ხელი დღის ბოლოს მოაწერა. თუმცა მას ამ დრომდე არ ჰყავს მოადგილეები, როგორც თავად ამბობს, მათი კანდიდატურა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და მომავალ კვირას დაინიშნებიან. ამასთან ერთად ისევ ვაკანტურია გამგეობის ცხრა სამსახურიდან ერთის, კონტროლისა და აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობა.