ჯავახეთის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში წყალი სოფლებამდე ახალი მილსადენებით მივა. მოეწყობა სათავე ნაგებობები და არსებულ რეზერვუარებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯავახეთის 7 სოფელში განხორციელდება. ესენია: სულდა, ბოზალი, დადეში, კარწახი, ეფრემოვკა, ჟდანოვი და პატარა ხანჩალი.
აღნიშნულ სოფლებს წლების განმავლობაში არ ჰქონდათ საშუალება სუფთა სასმელი წყლით ესარგებლათ.
You must be logged in to post a comment.