ახალციხის თვითმართველი ორგანოების საკრებულოების რიგით მეორე სხდომა დღესაც გაგრძელდა. ამჯერად თავმჯდომარემ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან ერთად საკრებულოს აპარატისა და მერიის საშტატო ნუსხა და სარგოები დაამტკიცა. ახალციხის მერიაში რვა სამსახური იმუშავებს, მერს სამი მოადგილე, ერთი თანაშემწე და ქალაქის სხვადასხვა უბნებში ოთხი წარმომადგენელი ეყოლება. აღნიშნულმა საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პროტესტი გამოიწვია.