”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მესხეთის თეატრმა გრან–პრი მოიპოვა

speqtakliკომედიის თეატრალურ ფესტივალზე,  მესხეთის პროფესიულ  სახელმწიფო   დრამატულ თეატრს უმაღლესი ჯილდო,  გრან–პრი გადაეცა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის განმარტებით,  სპეციალურად შექმნილმა კომისიამ,  საუკეთესოები,  8 ნომინაციაში გამოავლინა.

ლია სულუაშვილის თქმით,  კომედიის თეატრალურ ფესტივალში , საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა თეატრი მონაწილეობდა, რომლებმაც საკუთარი სპექტაკლები, გორელ მაყურებელს უჩვენეს.

მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა კი ფესტივალზე, ზურაბ ანტონოვის „მე მინდა კნეინა გავხდე“–წარადგინა.

„სპექტაკლმა ყველას მოწონება დაიმსახურა და მოხარულები ვართ, რომ უმაღლესი ჯილდო მოვიპოვეთ“–განმარტა  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა. 

სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ,  მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლად კი მესხეთის პროფესიული სახელმწიფო, დრამატული თეატრის მსახიობი,  კახა გოგიძე დაასახელა.

კომედიის თეატრალური ფესტივალი, მუსიკისა და დრამის თეატრმა,  გიორგი ერისთავის “გაყრით” დახურა.

წელს, გორის გიორგი ერისთავის პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა,  კომედიის თეატრალური ფესტივალი პირველად ჩაატარა.

 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე