არაოფიციალური ვიზიტით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, სომხეთის კულტურის მინისტრის მოადგილესთან არევიკ სამველიანთან ერთად ახალციხის ისტორიულ კომპლექსს სტუმრობს.
ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად ახალციხის ციხის ტერიტორიაზე კულტურის სამინისტროს სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
სტუმრებს ახალციხის მერმა, გიორგი კოპაძემ უმასპინძლა, ისინი ჯერ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს მეუფე თეოდორეს რეზიდენციას ეწვივნენ, შემდეგ კი კათოლიკური ეკლესია მოინახულეს.
ამ წუთებში სტუმრები ახალციხის ციხეს ათვალიერებენ.
როგორც “მეცხრე არხისთვის” გახდა ცნობილი, საქართველოსა და სომხეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელბი ვარძიის მონახულებასაც გეგმავენ.
You must be logged in to post a comment.