ფერმერების ან მეწარმეების მიერ ყველის ჩაბარებასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. მარკეტები ლაბორატორიულად შეუმოწმებელ ყველს აღარ ჩაიბარებენ. ქართულ ბაზარზე ასეთი მოთხოვნები ახალია. სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამომხმარებლო ბაზარზე შესაბამისი კონტროლი საქართველოს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.