ტელეკომპანია „მეცხრე არხი” , “მესხური ფესტივალისათვის” მზადებას აგრძელებს. ღონისძიებაში სამცხე–ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციაც ჩაერთო. ფედერაციის თავმჯდომარის განმარტებით, 6– 7 სექტემბერს სპორტის ამ სახეობაში ბლიც-ტურნირი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.