”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვარძიის კონსერვაციის სამოქმედო გეგმა მზად არის

vardzia-webV1_q3dgzudq_17vfluwn   ვარძიის კონსერვაციის სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა უკვე მზად არის. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკა ანთიძის ინიციატივით, ისტორიული ძეგლის  გადარჩენის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება, როემლიც ქვეყნის დარგობრივ სპეციალისტებს გააერთიანებს. ნიკა ანთიძის ხელმძღვანელობით სწორედ საბჭო გადაწყვეტს და კურირებას გაუწევს იმ კონკრეტულ ქმედებებს და პროცესებს, რომელიც ვარძიის – მუზეუმ ნაკრძალში 7-9 ივლისს სამ დღიან კონფერენციაზე შეკრებილმა სპეციალისტებმა განსაზღვრეს და ჩამოაყალიბეს.

ვარძიის კლდის საკონსერვაციო საჭიროებების განსასაზღვრად და შესაბამისი კომპლექსური ქმდებების დასაგეგმად, ეროვნული სააგენტოს კოორდინერებით – მოხდება ინტერდისციპლინარული ჯგუფის ჩამოყალიბება და საერთაშორისო ექსპერტებისა და ინსტიტუტების ჩართულობით, მოხდება ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გეოლოგიური პრობლემების დიაგნოსტიკა და შესაბამის საკონსერვაციო მეთოდოლოგიის შემუშავება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან თანამშრომლობს იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევის ინსტიტუტთან (ISPRA) და მეწყერების და კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ქსელის (რომელიც აერთიანებს მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმს (ICL), კატასტროფების შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის ორგანიზაციას (ISDR) და მეწყერების საერთაშორისო პროგრამას (IPL)), წამყვან სპეციალისტებთან.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე