შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ, გამოვლენილი ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევის მიზნით, ახალციხეში სემინარი ჩატარდა. შეხვედრას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკები და ფსიქიატრები. ტრენინგს დისკუსიის ფორმა ჰქონდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენლები გაუძღვნენ.