ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ეჭვმიტანილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 25 000 ლარი შეუფარდა. ბესო ენდელაძის საქმეზე სასამათლო პროცესი დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, პროცესზე გარდაცვლილის ოჯახის წევრები არ გამოცხადდნენ.
ბესო ენდელაძის დედა, ,,მე–9 არხთან“ აცხადებს, რომ მას პროცესის შესახებ გვიან გააგებინეს: ,,დღეს შემეხმიანნენ დავაკავეთ ალეკო ბაღდოშვილიო, 2 საათზე მირეკავენ პროცესი გვაქვს 3–ის ნახევარზეაო და უნდა მობრძანდეთო. ჯერ ერთი საიდან უნდა წავსულიყავი და კიდევ 276–ე მუხლით გასამართლებას მე არ ვეთანხმები, ეს ავარია არ იყო, ეს იყო განზრახ მკვლელობა“– აცხადებს ნაზი ენდელაძე.
სასამართლო პროცესზე ასევე არ იმყოფებოდა საიას იურისტი, რევაზ რევაზიშვლი, რომელიც დაზარებულ მხარეს იურიდიულ საკითხებში ეხმარება. მისი თქმით, საქმე არასწორი კუთხით სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით მიმდნარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, აღნიშნულ საქმეში კი გამოძიება განზრახ მკვლელობის კუთხით უნდა აღძრულიყო.
ბრალდებულის, ალეკო ბაღდოშვილის ადვოკატი, ნოდარ აკოფაშვილი ,,მე–9 არხთან“ განმარტავს, რომ ეს მხოლოდ აღმკვეთი ღონისძიება იყო და საქმე არ დასრულებულა.
შეგახსენებთ, რომ ხევაშენში მცხოვბრები 24 წლის ახალგაზრდა, ბესო ნედელაძე სახლიდან 2013 წლის 16 დეკემბერს გავიდა. დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე იგი სოფელ ვარხანში, ცენტრალურ გზაზე, სხეულის მძიმე დაზიანებით, უგონო მდგომარეობაში ნახეს. 47 დღის განმავლობაში ბესო ენდელაძე თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ორთვიანი მკურნალობის შემდეგ 2 თებერვალს იგი მენინგიტით გარდაიცვალა. ოჯახის წევრები შემთხვევას განზრახ დაგეგმილ მკვლელობას უკავშირებენ და ბრალს 4 პიროვნებას სდებენ.
შსს–ს ინფორმაციით, ბესო ენდელაძის გარდაცვალებაზე საქმე 276–ე მუხლით მიმდინარეობს. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4–დან 7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.
You must be logged in to post a comment.