ასპინძის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ საკრებულოში 3 კომისია შეიქმნა. სამივე მათგანს მმართველი პარტიის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. ასპინძის ადგილობრივი თვითმმართველობის საბოლოდ დასაკომპლექტებლად აქ უახლოეს მომავალში, კიდევ 2 კომისიის ჩამოყალიბება იგეგმება.