ამ წუთებში, ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. რომლის განმავლობაშიც ქალაქ ახალციხის ადგილობრივო თვითმმართველობა უნდა დაკომპლექტდეს. უკვე არჩეულია სამანდატო კომისია. მის შემადგენლობაში ,,ქართული ოცნების” 3 წევრი შევიდა.
კომისიის თავმჯდომარე შალვა გოგოლაძე, ხოლო წევრები ნინო ანანიაშვილი და გელა პეტაშვილი არიან.
აღნიშნული სამანდატო კომისიის მხოლოდ ერთი პარტიის წევრებით დაკომპლექტება, ,,ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის” წარმომადგენელმა, ჯიმშერ გოგოლაურმა გააპროტესტა. მან კომისიის შექმნას ,,დადგმული სპექტაკლი” უწოდა.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველი ქალაქის საკრებულო 15 წევრიდან დაკომპლექტდება. მასში ,,ქართული ოცნების”, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ,,ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის” დეპუტატები შევლენ.
You must be logged in to post a comment.