”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა მიმდინარეობს

314G6242_01.AVI_000001160ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში ახლადარჩეული  საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. ამ წუთებში, #37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თეა გავაშელი 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს კითხულობს. რომლის შემდეგაც, როგორც თვითმმართველი თემის, ასევე თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს შემადგენლობა დაკომპლექტდება, კენჭისყრის შედეგად კი მისი თავმჯდომარეები და  მოადგილეები დასახელდებიან.

სხდომას, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ოლეგ სანდროშვილი არ ესწრება.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველი თემის საკრებულო 30 დეპუტატით დაკომპლექტდება, მასში ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შევლენ. რაც შეეხება თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს, აქ 15 დეპუტატი იქნება, ,,ქართული ოცნების“, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,ერთიანი ოპოზიციის“  წევრები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე