რწყვის სეზონის დადგომასთან ერთად, ირიგაციასთან დაკავშირებული პრობლემები ფერმერებისათვის უფრო აქტუალური ხდება. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტეს ნაწილში სისტემა მწყობრიდან არის გამოსული ან საერთოდ არ არსებობს, რაც ფერმერების თქმით, ნათესებზე უარყოფითად ისახება. ისინი ხელისუფლებისაგან საირიგაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ.