ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. მის ფარგლებში აბიტურიენტები არჩევით საგნებს აბარებენ. დღეს მათ ტესტირება ისტორიაში გაიარეს. პროცესი ორ ეტაპად მიმდინარეონდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 144 აპლიკანტიდან გამოცდაზე 4 მათგანი არ გამოცხადდა, ერთმა კი ტესტირებაზე 20 წთ-ით დააგვიანა, რის გამოც იგი პროცესზე არ დაიშვა.