,,მოქალაქეების თანამონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის გადწყვეტილების მიღების პროცესში”- ამ პროექტის ფარგლებში დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. მის მიზანს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოების ზედამხედველობის გაძლიერება წარმოადგენდა. შეხვედრის მონაწილეები ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნის, ჩეხეთის მაგალითს გაეცნენ.