ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო განათლების გზამკვლევის პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიებას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სამოქალაქო კლუბის წევრები დაესწრნენ. მათ წიგნის შინაარსზე ისაუბრეს, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს და საკუთარი შენიშვნებიც დააფიქსირეს. ღონისძიებას ორგანიზება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა გაუწია. ორგანიზაცის წარმომადგენლების განმარტებით, სამოქალქო აკადემიური კურსის ფარგლებში მათ სურდათ საზოგადოებისთვის საინტერესო, ხელმისაწვდომი და მარტივად გასაგები წიგნი გამოეცათ, რომელიც სამოქალაქო ცხოვრებას პოპულარიზაციას გაუწევდა.