ახალციხეში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებლმა სპეციალურმა კომისიამ ზარალის შესწავლაზე მუშაობა დღეს დაიწყო. 11 კაციანი შემადგენლობა 2 ჯგუფად გაიყო. ერთ მათგანს ქალაქ ახალციხეში რუსთაველის ქუჩის #103–ე კორპუსის სახურავის გადახდის შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა და სოფელ მინაძესა და ჭაჭარაქში დაზიანებულ გზებთან დაკავშირებით ხარჯთარიცხვის შედგენა დაევალა, მეორე ჯგუფი კი იმავე დასახლებებში სეტყვის შედეგად სასოფლო–სამეურნეო სავარგულებზე მიყენებულ ზარალს აღწერს.