საკრებულოს პირველი სხდომები ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში 14 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღო. #37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ახალციხეში სხდომა 10:00 საათზე დაიწყება, რა დროსაც თვითმმართველი თემის საკრებულოს წევრები ოფიციალურად დასახელდებიან.