”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალქალაქში გამართული აქციის ორგანიზატორს სამსახურიდან ათავისუფლებენ

cms-image-000018376   ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშა ნადიმ ძირკვაძე “მეცხრე არხთან” აცხადებს, რომ მან აქციის გაშუქებისთვის ტელეკომპანიებს დაურეკა. ხელმძღვანელობამ კი ეს აქციის ორგანიზებაში ჩაუთვალა და დღეს განუცხადა, რომ ამის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულია. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მცხოვრები ნადიმ ძირკვაძის თქმით, აღნიშნული სამსახურიდან ხელფასის სახით იგი 825 ლარს იღებს, მის ოჯახს კი სხვა შემოსავალი არ გააჩნია.

საპროტესტო აქცია ახალქალაქში 1 ივლისს გაიმართა. ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე  დასაქმებულმა მუშებმა ორთვიანი უხელფასობა გააპროტესტეს. ისინი აცხადებდნენ, რომ სამუშაოებს მანამდე არ შეასრულებდნენ, სანამ კუთვნილ ანაზღაურებას არ მიიღებდნენ . ხელმძღვანელობა მათ დაპირდა, რომ დავალიანებას 8 ივლისს ჩაურიცხავდა. ამის შემდეგ კი დილიდან გაფიცული მუშები სამუშაოს დაუბრუნდნენ.

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მშენებლობას საქართველოში აზერბაიჯანული კომპანია ახორციელებს.

 

Information

This entry was posted on 02/07/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე