30 ივნისს ქართველმა მართლმადიდებლებმა ეროვნული გმირისა და ქრისტიანობისთვის წამებული რაინდის შალვა ახალციხელის ხსენების დღე აღნიშნეს. ახალციხეში, უნივერსიტეტის ეზოში მდებარე წმინდანის სახელობის მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.