”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საბაჟო წესების დარღვევის ფაქტები ვალეს საბაჟოზე

111111111111111   შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 29 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტის,  „ვალეს“, ტერიტორიაზე, თურქეთის მოქალაქე ა.დ.-ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და ხუთი ვაზნით.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იმავე დღეს სგპ “ვალეს” მებაჟე ოფიცრებმა 9 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი CIRRUS იპოვეს თურქეთის მოქალაქე მ.ს.–ის კუთვნილ ავტომანქანაში, ხოლო ავსტრალიიის მოქალაქე დ.პ.–ს დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები:  8 აბი – NUROFEN PLUS  და 10 აბი – TRUST IBUPROFEN PLUS CODEINE  აღმოაჩინეს.

სამივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს საპატრულო პოლიციის სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე