”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ზოგადი უნარების გამოცდაზე 501 აბიტურიენტიდან 25 მათგანი არ გამოცხადდა

აბიტურიენტებმა გამოცდები ზოგად უნარებში ჩააბარეს. საგამოცდო პროცესი დილის რვა საათზე დაიწყო, თავდაპირველად აპლიკანტებმა რეგისტარცია გაიარეს. ზუსტად ცხრა საათზე კი მათ ტესტები დაურიგდათ. აბიტურიენტებს საკითხებზე სამუშაოდ 3 საათიჰქონდათ. მეორე სესიიის რეგისტრაციის პროცესი კი    14:00 საათიდან დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.  ტესტებზე მუშაობა კი აბიტურიენტებმა 15:00 საათზე დაიწყეს.  აპლიკანტების განმარტებით, საკითხები საშუალო სირთულის იყო და ტესტებზე სამუშაოდ საკმარისი დრო ჰქონდათ. ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის განმარტებით,  პირველს სესიაზე 235  აპლიკანტი იყო რეგისტირებული, აქედან 17  მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა.  მეორე სესიაზე კი 266 აპლიკანტიდან 8 მათგანმა თქვა ტესტირებაში მონაწილეობაზე უარი.

Information

This entry was posted on 30/06/2014 by in განათლება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე