ახალქალაქის #1–ე უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს. ამჯერად, ამომრჩევლები ხმას მხოლოდ დეპუტატობის კანდიდატს აძლვენ. უბანზე 1521 პირია რეგისტრირებული, მათგან 43 საკუთარ პოზიციას გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირებს.
როგორც #40–ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქში განმარტავენ, 12 საათისათვის ამომრჩეველთა 10%–იანი აქტივობა ფიქსირდება.
საარჩევნო პროცესს ადგილზე აკვირდებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. #1–ელ საარჩევნო უბანზე იმყოფებიან ,,არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერები: კახა კუკავა და ბეჟან გუნავა.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის #1–ელ უბანზე განმეორებითი არჩევნები ბლოკ ,,არასაპარლამენტო ოპოზიციისა” და ,,მრავალეროვანი საქართველოს” სარჩელის საფუძველზე გაიმართა. მათ მიერ 15 ივნისს, #1–ელ საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული დარღვევების გამო, კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს 500–500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ. დღევანდელ არჩევნებს კი #1–ელ უბანზე #4–ე საარჩევნო უბანის კომისია ატარებს.
ამ დროისათვის, #40–ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქში საჩივარი არ შესულა.
You must be logged in to post a comment.