”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ტყეში დაკარგულმა ტურისტმა სავარაუდოდ გერმანელი ექსპერტის ცხედარი აღმოაჩინა

1  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაკარგულმა სამხრეთ-აფრიკელმა ტურისტმა ტყეში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. მაშველები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი მამაკაცი შესაძლოა რამდენიმე კვირის წინ, ამავე პარკში გაუჩინარებული გერმანელი ექსპერტია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს.

სამხრეთ აფრიკელი ახალგაზრდა მამაკაცი ეროვნულ პარკში ბორჯომში, ლიკნის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდა, ტურისტი ტყეში დაიკარგა და 2 დღის შემდეგ ბაღდათის ტერიტორიაზე გამოვიდა. ტურისტი აცხადებს, რომ ტყეში მამაკაცის ცხედარი ნახა, თუმცა კონკრეტულად, რომელ ტერიტორიაზე აღმოაჩინა ცხედარი ვერ ასახელებს. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 73 წლის გერმანელი ექსპერტი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ყოფნისას დაიკარგა. ჰანს ჰოეფლე ბოლოს 8 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, სამეცხვარიოს და ლომისმთის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს, მას შემდეგ იგი აღარ გამოჩენილა.გერმანელი ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობდა.

Information

This entry was posted on 27/06/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე