საქართველოს მთავრობამ პრემიების გაცემის ახალი წესი დაამტკიცა. დადგენილების თანახმად, კვარტალში ერთხელ, ხელფასის 100%-იანი ოდენობის გაცემის უფლება უწყების ხელმძღვანელს აქვს. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნული საკითხის ჩარჩოებში მოქცევა აუცილებელი გახდა. ექსპერტები კი თვლიან, რომ ეს პრობლემა პირველ რიგში რეგიონებში უნდა მოგვარდეს.