”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საჯარო სამსახურში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი დაამტკიცდა

274_36490_653377_J18A6741დღეს საქართველოს მთვრობის სხდომაზე  საჯარო სამსახურში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი დაამტკიცდა. დადგენილების თანახმად, კვარტალში ერთხელ, ხელფასის 100%-იანი ოდენობის გაცემის უფლება  უწყების ხელმძღვანელს აქვს, ხოლო იმ უწყებებში, რომლებიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში შემდიან, პრემიის გაცემა პრემიერთან შეთანხმებით მოხდება.

როგორც  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ნინო კობახიძე განმარტავს, დადგენილება, რომელიც პრემიების გაცემის წესს, მაქსიმალურ ზღვარს და პრემიების გამცემ პირთა წრეს განსაზღვრავს, მთავრობამ ტექნიკური შენიშვნებით მიიღო და საბოლოო სახეს 1-ელ ივლისს მიიღებს.

„1-ელ ივლისს წარმოდგენილი იქნება ერთიანი კონცეფცია. ამ დოკუმენტით განისაზღვრება და პასუხი გაეცემა, თუ როგორ უნდა მოხდეს საჯარო სამსახურში მიღება, დაწინაურება, რანგირება, გათავისუფლება. დადგენილება პრემიების შესახებ უკვე მიღებულია და მასში ცვლილებები აღარ იქნება” – განაცხადა ნინო კობახიძემ და განმარტა, რომ აღნიშნულ პროცესზე კონტროლი სახელმწიფო ხაზინას დაევალება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე