ახალციხელები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მუშაობას უჩივიან. არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ” ერთ-ერთი წარმომადგენელი დღეს შეუძლოდ გახდა, რის გამოც თანამშრობლებმა 112-ზე დარეკეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება ითხოვეს, თუმცა, როგორც ორგანიზაციის თანამშრომელი მაია უსტიმენკო ამბობს, 10 წუთის შემდეგ, დაურეკეს და განუმარტეს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყველა ბრიგადა გასულია და შეუძლოდ მყოფი ადამიანის დახმარებას ვერ შეძლებდნენ.