”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სტიქიამ ასპინძის მუნიციპალიტეტი მეორედ დააზარალა

5ძლიერი სეტყვა და წვიმა იყო  ასპინძის მუნიციპალიტეტში. 25 ივნისს დღის მეორე ნახევრში მოსულმა სტიქიამ სოფლებში ნაქალაქევში, ნიჯგორში, საროსა და ხიზაბავრაში ხილ-ბოსტნეული დააზიანა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სეტყვა 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც ძირითადად ბოსტნეული დააზიანა.

ადგილზე დღეს  ასპინძის სასოფლო-საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. “მეცხრე არხთან” სატელეფონო საუბარში, ამირან ლაზარაშვილი განმარტავს, რომ სოფლებს სერიოზული ზარალი არ მიუღიათ, თუმცა მუნიციპალიტეტის გამგეობაში კომისია შეიქმნება, რომელიც სტიქიის შედეგებს  დაითვლის.

ასპინძის სასოფლო-საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სოფელ ნიჯგორში ძლიერმა სეტყვამ ვაზიც დააზიანა. ამირან ლაზარაშვილმა მუნიციპალიტეტში სტიქიის შესახებ ინფორმაცი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე მიაწოდა.

რა რაოდენობის  ზარალი მიიღო ასპინძის მუნიციპალიტეტის ოთხმა სოფელმა, ეს  მისი  დათვლის შემდეგ გაირკვევა.

 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე