”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რატომ შევიდა ახალციხის გამგეობაში “მუქარის შემცველი” წერილი საკრებულოდან?

314G6242_01.AVI_000001160   ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განმეორებითი სახელფასო დანამატი მოითხოვა. საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირის  ბრძანებას აღნიშნულთან დაკავშირებით გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ხელს არ აწერს. მალხაზ ჟუჟნაძის თქმით, 17  ივნისს საკრებულოს 21–ვე, ხოლო გამგეობის 30%–მა 100 %–იანი პრემია უკვე აიღეს. სამ დღეში კი საკრებულოდან პრემიებთან დაკავშირებით კიდევ ახალი მიმართვა შევიდა, რომლის თანახმადაც, საკრებულოს ყველა თანმშრომელზე ისევ 100%–იან სახელფასო დანამატს ითხოვდა.

“გაცნობებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს თანამშრომლებს პრემია მიღებული აქვთ 2014 წლის 17 ივნისს #158–ე ბრძანებით, მიზანშეუწონლად მიმაჩნია ამავე წლის 20 ივნისს, ანუ სამ დღეში დამატებითი პრემიიის გაცემა” – ნათქვამია ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის საპასუხო წერილში.

მალხაზ ჟუჟუნაძე “მეცხრე არხთან” ამბობს, რომ ამის შემდეგ საკრებულოდან  მუქარის შემცველი წერილი მიიღო, ვკითხულობთ შემდეგს:

“თქვენი 2014 წლის 24 ივნისის მომართვიდან ჩანს, რომ სახეზეა საჯარო მოხელის მიერ ზემდგომი ორგანოს თანამდებობის პირის ბრძანების შეუსრულებლობა, რომელიც უკეთეს შემთხვევაში წარმოადგენს დისციპლინარულ გადაცდომას, ხოლო უარეს შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს (სამსახურეობრივი უფლება მოსილების გადამეტება)”.

საკრებულოში აცხადებენ, რომ ორგანული კანონის თანახმად საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების აღუსრულებლობა დაუშვებელია, რადგან გამგეობა საკანონმდებლო ორგანოს ქვემდგომი ორგანოა. საკრებულოს იურისტის ირინა ყურმაშვილის განმარტებით, გამგებელს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების გასაჩივრება მხოლოდ სასამართლოში შეუძლია.

ვრცლად აღნიშნულთან დაკავშირებით 21:30 საათზე საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე