”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება

1384847738_wyali1   ახალციხის მოსახლეობას სასმელი წყალი დილიდან შეფერხებით მიეწოდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ფილიალში განმარტავენ, რომ პრობლემა ურაველი–ახალციხის მაგისტრალზე შეიქმნა და ჯგუფები პრობლემის აღმოფხვრას ცდილობენ. თუმცა, ახალციხის სერვის-ცენტრის უფროსი გიორგი დალალიშვილი კი ირწმუნება, რომ 24 ივნისს, წყლის რეზერვუარები გარეცხეს, რის გამოც სასმელი წყალი ცენტრალურ ქუჩებს არ მიეწოდება. მისივე თქმით, ამ დროისათვის რეზერვუარების ავსებას ელოდებიან და მოსახლეობას წყლის მიწოდება, დაახლეობით, 16:00 საათისთვის აღუდგება.

 

 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე