შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში 8 ივნისს გაუჩინარებული 73 წლის გერმანელი მეცნიერის, ჰანს ჰოეფლეს მოსძებნად ფართომასშტაბიანი საძიებო-სამაშველო ღონისძიება ჩაატარა.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ხელმძღვანელობით 15 სამაშველო ჯგუფი შეიქმნა, რომლებმაც აწყურის, ბორჯომის, ხარაგაულის და ბაღდათის მიმართულებით 15 სხვადასხვა მარშრუტი გაიარეს და ტყე-პარკის ყველა ხეობა დეტალურად დაათვალიერეს.
გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ჰანს ჰოეფლე საქართველოს გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოების მოწვევით ესტუმრა . ექსპერტი 7 ივნისს ბორჯომის ხეობაში დასასვენებლად წავიდა. მისი დაკარგვის შესახებ „112“-ში შეტყობინება 10 ივნისს შევიდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფებმა საძიებო-სამაშველო ღონისძიება იმ დღესვე დაიწყეს. შსს–ს ინფორმაციით, გერმანელი მეცნიერის მოსაძებნად საძიებო ღონისძიება გრძელდება.
You must be logged in to post a comment.