კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, მიმდინარე წლის ბოლომდე ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტი მომზადდება. დოკუმენტაციის შექმნაზე კომპანია “არქიტექსი”–ს რესტავრატორი შალვა მელიქიძე მუშაობს. შენობას აზომვითი სამუშაოები უკვე ჩაუტარდა.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი რუსეთის საიმპერატორო ოჯახის – რომანოვების კანცელარიის შენობაშია განთავსებული.
ფსევდოგოთური სტილის არქიტექტურული ნაგებობა გერმანელმა ინჟინერ-არქიტექტორმა ვ.შვეიერმა 1890 წელს ააგო.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი არქეოლოგიური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნებისა და მხარის ბუნების განყოფილებებისგან შედგება.
You must be logged in to post a comment.