”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატის ფინალი ახალციხის ციხეში გაიმართება

Competitors - Action    21 ივნისს, 16:00 საათზე ქუჩის კალათბურთის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ჩემპიონატის  Red Bull King of the Rock 2014 –ის ფინალი ახალციხის ციხეში  გაიმართება.

შესარჩევი ტურები  ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და თბილისში გაიმართა.

ჩემპიონატში 64 მონაწილე ჩაერთო.

ფინალში გასული გამარჯვებული, ტაივანში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება. ქართველი ფინალისტი პირველი ადგილისთვის 6 სექტემბერს სამასანას კუნძულზე მსოფლიოს 25 ქვეყნის გამარჯვებულებთან ერთად იბრძოლებს.

ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი – Red Bull King of the Rock საქართველოში წელს უკვე მესამედ იმართება.

Information

This entry was posted on 20/06/2014 by in სპორტი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე