ახალქალაქში ოთხი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივნები 500-500 ლარით დაჯარიმდებიან-ეს გადაწყვეტილება 19 ივნისს #40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის კომისიამ გამოიტანა. კომისიამ არ დაკმაყოფილა „არასაპარლამენტო ოპოზიციის” მიერ წარდგენილი საჩივრების უმრავლესობა, რომელიც პარტიის ხმების გაყალბებას უკავშირდებოდა. ახალქალაქში სამდღიანი პროტესტი დასრულდა თუმცა, კახა კუკავა ბრძოლის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს.