”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ცოფზე შინაური ცხოველები იცრება

cofi    სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცოფზე პროფილაქტიკური ვაქცინაცია მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით,  რეგიონის მასშტაბით ძაღლები და კატები იცრება.

ასევე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ვაქცინაცია დაავადება  “თურქულზეც”.  “ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის” ფარგლებში 123 000 მსხვილფეხა  და  70 000 წვრილფეხა  პირუტყვი აიცრა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, “თურქულის” საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში დასრულდა, ხოლო ახალქალაქსა  და ბორჯომში ამ დრომდე მიმდინარეობს. სამმართველოს უფროსის თქმით, პროცესი აღნიშნულ  ორ მუნიციპალიტეტში  რამდენიმე დღეში დასრულდება.

რაც შეეხება ჯილეხის საწინააღმდეგო აცრებს, ამ ეტაპზე დასრულებულია და  ვაქცინაცია 15 000 მსხვილფეხა პირუტყვს   ჩაუტარდა.

როგორც რეგიონულ  სამმართველოში აცხადებენ,  ჯილეხისა და თურქულის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკური აცრები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება. თურქულზე შინაური ცხოველი ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელში იცრება, ხოლო ჯილეხზე – მხოლოდ მანიფესტურ კერებში.

 

 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე