„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ #37–ე საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. ორგანიზაციის იურისტმა დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ორი სარჩელი შეიტანა. ორივე მათგანი უბნებიდან შესულ შემაჯამებელ ოქმებში დაშვებულ დარღვევებს შეეხებოდა.