”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბაკურიანში სახანძრო სამსახურისთვის ახალი შენობა აშენდა

10390334_287591474751933_4537193338909785112_n   დაბა ბაკურიანში სახანძროს სამსახურისთვის შენობა აშენდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ახალი ობიექტის მშენებლობა  ევრო სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე შენობის შიდა მოწესრიგება მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 97 964 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “აი-სი-ესი” ასრულებს.

დაბა ბაკურიანში სახანძრო სამსახური წლების განმავლობაში ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული.  ბორჯომის გამგეობის ინფორმაციით,  სახანძრო სამსახური მაღალმთიან სოფლებს მოემსახურება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე