”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის სკვერი შენდება

10405366_287602064750874_9040521507551008840_n  დაბა ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის სკვერი უისტლერში დატრიალებული ტრაგედიიდან ოთხი წლის თავზე აშენდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის  საფლავთან ახლოს სკვერის მშენებლობა უკვე დაიწყო.

ბაკურიანში უკვე არსებობს ნოდარ ქუმარიტაშვილის ქუჩა. გარდა ამისა, იგეგმება სპორტსმენის სახელობის საციგაო ტრასის მშენებლობაც.

შეგახსენებთ, რომ კანადაში, ოლიმპური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ბოლო საცდელი დაშვების დროს, ქართველი სპორტსმენი ბოძს შეეჯახა და გარდაიცვალა.

Information

This entry was posted on 19/06/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე