კრიმინოგენული მდგომარეობა სამცხე–ჯავახეთში – ბოლო სამი თვის განმავლობაში რეგიონში არაერთი დანაშაული მოხდა. მათი ნაწილი გახსნილია, ნაწილზე კი გამოძიება ისევ მიმდინარეობს. იმატა თუ არა წინა წლებისაგან განსხვავებით კრიმინალურმა შემთხვევებმა, რამ განაპირობა იგი და რისი გაკეთება შეუძლია ამ მხრივ სახელმწიფოს, ამაზე ტელეკომპანია ,,მე–9 არხმა“ მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარა.