,,სასამართლო ათავისუფლებს შპს ,,იმპერია”-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და შემოიფარგლება სიტყვიერი შენიშვნით” – ეს განაჩენი დღეს ტელეკომპანია ,,მე-9 არხს” მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა გამოუტანა. დღევანდელ პროცესზე მაუწყებელს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ბრალი სარეკლამო ვადების დარღვევაში დასდო.