”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალქალაქის საარჩევნო ოლქში სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი

axalqalaqi kukava kadrebi2.avi_000210000   #40–ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქის შენობაში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.  სამართალდამცველები საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ჰასმიკ მარანგოზიანმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც შენობაში ერთ–ერთმა პიროვნებამ მინა ჩაამსხვრია.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც #40–ე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამ “არასაპარლამენტო ოპოზიციის” საჩივრები არ დააკმაყოფილა. კახა კუკავა მხარდამჭერებთან ერთად შენობაში შეიჭრა და თავმჯდომარეს საჩივრების სამართლიანად განხილვა მოსთხოვა.  ცესკოს წარმომადგენელმა სოსო პარუნაშვილმა კუკავას განუცხადა, რომ კომისიის სხდომა კანონის სრული  დაცვით ჩატარდა. აღნიშნულმა კი “არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერის გაღიზიანება გამოიწვია და მან საოლქოს კომისიის წარმომადგენლები ბიულეტენების გაყალბებაში დაადანაშაულა.

პარალელურად, საოლქოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე “არასაპარლამენტო ოპოზიციის” მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ამ დროისათვის აქცია პარტიის ოფისთან მიმდინარეობს, რომელსაც 300–მდე ადგილობრივი ესწრება.

 

იხილეთ ფოტოკოლაჟი:

axalqalaqi kukava kadrebi2.avi_000239480

axalqalaqi kukava kadrebi2.avi_000057920 axalqalaqi kukava kadrebi2.avi_000210000 axalqalaqi kukava kadrebi2.avi_000205160 axalqalaqi kukava kadrebi2.avi_000150560 axalqalaqi kukava kadrebi2.avi_000206240

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე