დღეს ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები განიხილა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების წარმომადგენელთა მოთხოვნები კენჭისყრის შედეგად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ძირითადად, დარღვევები საუბნო კომისიების თავმჯომარეებისა და მდივნების მიერ შემაჯამებელი ოქმების არასწორად შევსებას ეხებოდა.