”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,სამხრეთის კარიბჭე” 10 წლისაა

,,სამხრეთის კარიბჭე” 10 წლისაა – რეგიონულმა გაზეთმა დღეს იუბილე აღნიშნა. როგორ ვითარებოდა დროთა განმავლობაში და რა ეტაპები განვლო მან დღემდე, ამაზე მოწვეულ სტუმრებს გაზეთის თანამშრომლები ესაუბრნენ. გარდა ამისა, მათ აუდიტორიას წლების განმავლობაში შეგროვებული ფოტო მასალაც უჩვენეს. საღამო რაბათის კომპლექსში  გაიმართა, სადაც დაპატიჯებულ სტუმრებს შორის ,,სამხრეთის კარიბჭის” პირველი სარედაქციო კოლეგია, მისი დამფუძნებლები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამათავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Information

This entry was posted on 17/06/2014 by in მედია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე