საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონალური განვითარების მესამე პროგრამის განხორციელებისთვის მოლაპარაკებებს იწყებს. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო და საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება უშუალოდ ფინანსთა სამინისტროს დაავალა.
“საქართველო წარმატებით ახორციელებს რეგიონული განვითარების ერთ-ერთ პროგრამას კახეთის რეგიონში. ამ დროისთვის მუშაობს იმერეთის პროექტიც. ასევე, მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება და ფინანსთა სამინისტროს დაევალა, მსოფლიო ბანკთან დავიწყოთ მოლაპარაკებები, რათა განხორციელდეს მესამე ასეთი პროექტი მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისთვის. საუბარია, დაახლოებით, 60 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
You must be logged in to post a comment.