”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

პირველადი მონაცემებით ასპინძაში “ქართული ოცნება” ლიდერობს

aspinZa ასპინძაში არჩევნებში გასული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების პირველადი მონაცემები ცნობილია.

#39–ე საოლქო საარჩევნო კომისიი ინფორმაციით ასპინძაში ხმათა რაოდენობის 53,41%–ი “ქართულმა ოცნებამ”, ხოლო  24,87 %–ი “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიპოვა.

დანარჩენი პროცენტები კი სხვა  დარეგისტრირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა გადაინაწილეს.

რაც შეეხება კანდიდატებს, 52 %–ი “ქართული ოცნების”  წარმომადგენელმა ლევან ცაბაძემ, ხოლო 32,88%–ი “ნაიცონალური მოძრაობის” კანდიდატმა ბესიკ ბექაურმა მიიღო.

#39–ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ასპინძაში პარტიული სიისთ  ხმათა უმრავლესობა  “ნაციონალური მოძრაობამ” მე– 15 უბანზე, “ნინო ბურჯანაძე– ერთიანიმა  ოპოზიციამ” კი მე–5 უბანზე   მიიღო. დანარჩენ უბნებზე კი არჩევნები  “ქართულმა ოცნებამ” გავიდა.

რაც შეეხება მაჟორიტარებს, რომელი პარტიის წარმომადგენლებმა მოიპოვეს ამომრჩევლის ნდობა, ეს  ჯერ დაზუსტებული არ არის.

ბოლო მონაცემებით, ასპინძაში  კენჭისყრის პროცესში   მონაწილეობა 6 789 ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 70%–ია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე